spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ვალერი ჩეჩელაშვილი – “ქართული ოცნების” პოლიტიკურ ხელმძღვანელობას დღეს ბრიუსელში და სხვა დედაქალაქებში არ ელიან

“ქართული ოცნების” პოლიტიკურ ხელმძღვანელობას დღეს ბრიუსელში და სხვა დედაქალაქებში არ ელიან, – ამის შესახებ საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის პოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელმა ვალერი ჩეჩელაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან კარგად ასხვავებს ევროკავშირი მთავრობას და საქართველოს ხალხს.

“რაც შეეხება დიპლომატიურ და სამსახურებრივ პასპორტებს, ჩვენ გვახსოვს განცხადება ირაკლი კობახიძის, რომ ეს არის ანტიქართული ზომა. ეს არანაირად არ არის ანტიქართული ზომა, იმიტომ, რომ ჩვენი მოსახლეობის 99.99% არ არის დიპლომატიური პასპორტის მქონე და თვალითაც არ უნახავს დიპლომატიური პასპორტი.

ეს არის იმის მინიშნება, რომ ძალიან კარგად ასხვავებს ევროკავშირი მთავრობას და საქართველოს ხალხს. ეს არის სამთავრობო ზომა და იმის ნიშანი, რომ “ქართული ოცნების” პოლიტიკურ ხელმძღვანელობას დღეს ბრიუსელში და სხვა დედაქალაქებში არ ელიან”, – განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები