ბატონი ლავროვი გარკვევით გვეუბნება, რომ 2008 წლის გადაწყვეტილებები არ გადაიხედება და წერტილი, – ამის შესახებ საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის პოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელმა ვალერი ჩეჩელაშვილმა განაცხადა.
“რისი მიღწევა სურთ ამ ფორმატში გაწევრიანებით? იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენი ინტერესების განმტკიცებას ვერანაირად ვერ მოვახდენთ, რადგან ბატონი ლავროვი გარკვევით გვეუბნება – 2008 წლის გადაწყვეტილებები არ გადაიხედება და წერტილი. სანამ ასეთი მიდგომა აქვს ბატონ ლავროვს და ფიქრობს, რომ აქ არის არა სამი, არამედ ხუთი სახელმწიფო მის წარმოდგენაში, რა მონაწილეობაზე შეიძლება საუბარი?”, – განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ 3+3 ფორმატის კარი საქართველოსთვის ღიაა.