spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ვალერი ჩეჩელაშვილი – რუსეთის მთავარი გზავნილი არის ის, რომ თანამშრომლობა შეიძლება იმ პირობით, თუ საქართველო ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას აღიარებს

რუსეთის მთავარი გზავნილი არის ის, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა შეიძლება ნებისმიერ სფეროში, იმ პირობით, თუ საქართველო ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას აღიარებს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა ელჩმა რუსეთსა და უკრაინაში ვალერი ჩეჩელაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ლავროვის განცხადება არის დაფუძნებული სტრატეგიებზე.

“ლავროვის განცხადება არის დაფუძნებული სტრატეგიებზე და ჩვენ ვკითხულობთ ამ სტრატეგიებს და ისიც ვიცით, რომ რუსეთის მთავარი გზავნილი არის ის, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა შეიძლება ნებისმიერ სფეროში, იმ პირობით თუ საქართველო ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას აღიარებს. ეს არის ნაწილი რუსეთის სტრატეგიებში, ამიტომ, ვერაფერი კარგი ამაში ვერ არის, ეს უბრალოდ გამოყენებაა მმართველი პარტიის ნარატივების საიმისოდ, რომ საკუთარი საგარეო დღის წესრიგი რეგიონში და საქართველოში გააძლიეროს რუსეთმა”, – განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, “მოსკოვი მზადაა დაეხმაროს საქართველოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში, თუკი თავად ქვეყნები დაინტერესდებიან ამით”.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები