მთავარი პრინციპები, რაც საარჩევნო კანონმდებლობაში არსებობს, ეს არის ნების თავისუფალი გამოვლენა და ხმის ფარულობა. ორივე მთავარი პრინციპი იყო დარღვეული, შესაბამისად, ფიზიკურად არ შეიძლება, რომ ეს არჩევნები ჩაითვალოს ლეგიტიმურად, – ამის შესახებ საარჩევნო ექსპერტმა ვანო ბურდულმა განაცხადა.
მისივე თქმით, ელექტრონული აპარატების შერჩევაში არც ერთი სხვა მხარე, გარდა ოცნებისა არ იყო ჩართული, “ოცნება“ უდრის ცესკოს და რასაც ხალხს სთავაზობდნენ თავიდანვე იყო ძალიან კარგად გააზრებული და დაგეგმილი.
“მთავარი პრინციპები, რაც საარჩევნო კანონმდებლობაში არსებობს, ეს არის ნების თავისუფალი გამოვლენა და ხმის ფარულობა. ორივე მთავარი პრინციპი იყო დარღვეული, შესაბამისად, ფიზიკურად არ შეიძლება, რომ ეს არჩევნები ჩაითვალოს ლეგიტიმურად და ცოტა შორიდან, რომ დავიწყოთ, აუცილებელია, ვიცოდეთ, საიდან დაიწყო ეს ყველაფერი და რატომ გვთავაზობდა ცესკო ახალ ტექნოლოგიებს ასე აქტიურად. 2 წელია, იმას ვისმენთ, რომ ეს აპარატები არის გაუყალბებელი, ძალიან კარგი, ამის პრეზენტირებას მოლებში და მეტროებში აკეთებდნენ და საბოლოო ჯამში, საით მივდიოდით. ამ აპარატების შერჩევაში არც ერთი სხვა მხარე, გარდა “ოცნებისა” არ იყო ჩართული, „ოცნება“ უდრის ცესკოს და რასაც გვთავაზობდნენ თავიდანვე იყო ძალიან კარგად გააზრებული და დაგეგმილი. ჩვენ ცესკოს ჩავუგდეთ ხელში ძალიან ფართო შესაძლებლობები იმისათვის, რომ ბევრად დახვეწილი მეთოდები შემოეთავაზებინა და ეს არჩევნები გაყალბებულიყო“, – განაცხადა ვანო ბურდულმა.