spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ვანო მაჭავარიანი – ძალიან მნიშვნელოვანია, აშშ-ში და ევროპაში ის მოკავშირეები ვიპოვოთ, რომელიც ამ პერიოდში მარტო არ დაგვტოვებს

ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო გაქრეს გეოპოლიტიკური რუკიდან. მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს გადატვირთვა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სწორედ ამ მიზანს ემსახურება, – ამის შესახებ უშიშროების საბჭოს ყოფილმა მოადგილემ ვანო მაჭავარიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობის მიზანი ნაცრისფერ ზონაში დარჩენაა.

“ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო გაქრეს გეოპოლიტიკური რუკიდან. მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს გადატვირთვა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სწორედ ამ მიზანს ემსახურება, რომ ამერიკამ და ევროპამ დაივიწყოს საქართველო და რუხ ზონაში ვიყოთ, რომელიც ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე, ჰამასის ლიდერთან და სხვებთან უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს იმიტომ, რომ რუსეთს ეს მოსწონს. ეს არის სერიოზული პრობლემა. ვფიქრობ, ხალხი, ვინც ქუჩაშია ყველაზე კარგად აანალიზებს ამას. ხალხის გარეთ დგომა აჩვენებს ჩვენს მეგობრებს, რომ ეს არის ის მუხტი, რომლის გარეშეც არ არსებობს არცერთი დემოკრატია.

ჩვენ ვხედავთ რეგიონში ცვლილებებს, რომელიც განპირობებულია პიროვნული ურთიერთობებიდან გამომდინარე, რომელიც მყარდება ტრამპსა და ბატონ პუტინს შორის, აქ ჩვენთვის, ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-ში და ევროპაში ის მოკავშირეები ვიპოვოთ, რომელიც ამ პერიოდში მარტო არ დაგვტოვებს”, – განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები