spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ვანო მაჭავარიანი – გასაგები უნდა იყოს, რომ შემდეგი სამიზნე საქართველო აუცილებლად იქნება

უკრაინა საქართველოზე საუბრობს, ჩვენ არ ვსაუბრობთ უკრაინაზე, – ამის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭომ მდივნის ყოფილმა მოადგილემ, პოლიტოლოგმა  ვანო მაჭავარიანმა განაცხადა.

 

მისი თქმით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს აშშ-ის პოზიციას, ამიტომ რუსეთი ამბობს კიდეც,  რომ ომი ამერიკასთან აქვს. 

 

“უკრაინა საქართველოზე საუბრობს, ჩვენ არ ვსაუბრობთ უკრაინაზე. ზელენსკიმ ის კი არ თქვა საქართველომ დაიწყო ომი, ან საქართველო აყვა პროვოკაციას, ძალიან კონკრეტული კითხვა დასვა – იმ შემთხვევაში, თუ შემოიჭრა რუსეთი ნებისმიერი საბაბით ჩემს ტერიტორიაზე, როგორც ეს გააკეთა 2008 წელს, რა უნდა ვქნათ,  როგორ მოვიქცეთ, დავნებდეთ, არ ვიომოთ? 

 

საერთაშორისო საზოგადოებას არ აქვს პასუხი, როგორ შეაჩეროს ეს აგრესია. ანუ, რა უნდა ქნას უკრაინამ, დონეცკში,  ლუგანსკში შევა რუსეთი, აღიარებენ, ჯარს განათავსებენ და ამას შეეგუება ევროკავშირი და დასავლეთი?! ეს იქნება სტატუს ქვო? ევროკავშირში არის მთელი რიგი ქვეყნები, რომლებიც ნამდვილად, რომ ქონდეთ საშუალება,  უკრაინასაც იგივეს ეტყოდნენ, რასაც ჩვენ გვეუბნებოდნენ 2008 წელს, რომ არ აყვეთ პროვოკაციას და ომი არ გვინდა.  აქ არის ამერიკის პოზიცია განსხვავებული. ამიტომაც რუსეთში პირდაპირ აცხადებენ, რომ ომი გვაქვს ამერიკასთან, ეს ქვეყნები – უკრაინა, საქართველო არ არსებობენ, უნდა ვეომოთ ამერიკას. 

 

რუსეთს ეს თემა თვითონ ჭირდება შიდა კონსოლიდაციისთვის, მთელ ერს ამზადებს იმისთვის,  რომ მთელი დასავლეთი მისი მტერია. ის ემზადება საბჭოთა კავშირის აღდგენისათვის, აქედან გამომდინარე, გასაგები უნდა იყოს, რომ შემდეგი სამიზნე საქართველო აუცილებლად იქნება”, – განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები