შეიძლება უკვე რაღაცაზე შეთანხმდნენ, ამიტომაც არიან მშვიდად, წყნარად, – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, “საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის” (GSAC) ექსპერტი ვანო მაჭავარიანი, რომლის თქმითაც „ქართული ოცნების“ საუბარი, რომ ომი უკრაინაშია და ეს მათი საქმე არ არის, ან სიბრიყვეა, ან უკვე გარანტიები აქვთ მიღებული ოკუპანტი ქვეყნიდან.
“არასერიოზულია იმაზე საუბარი, რომ რაც უკრაინასთან დაკავშირებით ხდება, ეს საქართველოს არ ეხება, როგორადაც ცდილობს წარმოჩენას საქართველოს ხელისუფლება, – თითქოს უკრაინის კონფლიქტი განყენებულია და საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს საქართველოსთან, იმიტომ რომ ისეთი “ბრძნული პოლიტიკა“ აქვთ, რომ საერთოდ არ შეეხება. პოლიტიკის არარსებობას უწოდებენ პოლიტიკას, ან ეს არის ისეთ დონეზე შეთანხმებული, რომ …
ჩვენ ალბათ ვხვდებით, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც რუსი ოლიგარქია და დღესაც აქვს ის კავშირები რუს პარტნიორებთან, რომლებსაც კავშირები აქვთ კრემლთან, რომლებიც არიან გარკვეულწილად დასანქცირებულიც კი. მიდის რაღაც დიალოგი, ეს ევტუშენკოვი იქნება თუ სხვები, მიკიბულ-მოკიბულად დაბადების დღეს ულოცავენ. საკმაოდ შებერტყილები არიან ამ დიალოგში, იციან, რომ შეიძლება მოუსმინონ, შეიძლება უკვე რაღაცაზე შეთანხმდნენ, იმიტომ არიან, წყნარად, მშვიდად…“- განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.