ვანში 39 წლის მამაკაცი მოკლეს. მოკლულის ოჯახის წევრების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარ კაფეში ერთ-ერთმა პირმა მას შემდეგ მოკლა, რაც მან ორ დაპირისპირებულ ჯგუფს ჩხუბის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი.
გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს.