ვანში გაერთიანებული ოპოზიციის წინასაარჩევნო შეხვედრაზე, ინციდენტი მოხდა. პოლიტიკოსებს სიტყვიერი შეურაცხყოფა “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებულმა პირებმა მიაყენეს.
როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, პირი, რომელიც აგრესიით გამოირჩეოდა, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ზაალ (ზაზა) გერსამიაა, მეორე კი ადგილობრივი ხელისუფლების, ვანის მერიის სპორტის აიპის ხელმძღვანელი როინ კანკაძე.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს პირები, ხელისუფლების დირექტივებს ასრულებენ.
ადგილზე სამართალდამცველებიც იმყოფებოდნენ.
ოპოზიცია სათანადო რეაგირებას ითხოვს.