ვარკეთილისა და ვაზისუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია.
ხანძრის ქრობის პროცესში 20-მდე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მონაწილეობდა.
ძლიერი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, დაიწვა ავტონაწილების რამდენიმე საწყობი.
ხანძარი დაახლოებით 4 000კვ.მ-ზე იყო გავრცელებული.