ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. დაზიანებულია კორპუსის მე-5 სართული. აფეთქება სავარაუდოდ, გაზის გაჟონვას უკავშირდება.
თვითმხილველების თქმით, ძლიერი აფეთქების შემდეგად ბინას ცეცხლი გაუჩნდა, რომელიც მეხანძრე-მაშველებმა დროულად ჩააქრეს.
შემთხვევას მსხვერპლი არ მოყოლია, დაშავებულია ერთი ქალი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
აფეთქების ზუსტი მიზეზი დგინდება.