ვარკეთილში, ზემო პლატოზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია, – ამის შესახებ Front News- ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
უწყების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაღუპული ან დაშავებულები არ არიან.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.
ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.