spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ვარლამ ლიპარტელიანი – ყველა კარგად ვხედავთ, რამხელა ზიზღი, რამხელა შეურაცხყოფა და ბულინგი მოდის მათი მხრიდან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ვარლამ ლიპარტელიანის თქმით, “ლიბერალების ბულინგმა ძალადობრივი ხასიათი მიიღო, რაც მათ იმიჯს აზიანებს, ხვიჩა კვარაცხელია კი მალე ჩვეულ ფორმას დაუბრუნდება და მსგავსი კამპანიით ვერაფერს დააკლებენ”.

“ყველა კარგად ვხედავთ, რამხელა ზიზღი, რამხელა შეურაცხყოფა და ბულინგი მოდის მათი მხრიდან. ეს, პირველ რიგში, მათ აყენებს ზიანს და მათთვის არის დამაზიანებელი, იქიდან გამომდინარე, რომ მე ვფიქრობ, ეს უკვე თითქოს ძალადობრივ მოქმედებაში გადაუვიდათ და ამას ყველა ხვდება და ყველა აცნობიერებს უკვე. ეს მხოლოდ და მხოლოდ მათ იმიჯს აზიანებს. ხვიჩას ვერაფერს დააკლებენ და დარწმუნებული ვარ, სულ მალე იგი ჩვეულ ფორმას დაუბრუნდება”, – განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები