spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ვარშავაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს, დაკავებულია სამი ქართველი

პოლონეთის დედაქალაქში მომხდარ ჩხუბს საქართველოს მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.

პოლონური მედიის ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირება ვარშავის ცენტრში კონსტიტუციის მოედანზე ქართულ რესტორანთან მოხდა.

თვითმხილველების თქმით, ჩხუბი რესტორანში დაიწყო და შემდეგ გარეთ ტროტუარზე გაგრძელდა.

ცივი იარაღით დაიჭრა 3 ადამიანი, ერთ-ერთი მათგანი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მკერდის არეში მიყენებული ჭრილობის გამო 31 წლის მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

ვარშავის პოლიციის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია საქართველოს 3 მოქალაქე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები