“მოამბის” წამყვანი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და გადაცემა “რეალური სივრცის” წამყვანი ნინო ზაუტაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაათავისუფლეს.
“დაახლოებით 1 საათის წინ დამირეკა ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა და მითხრა, რომ 1 საათში მელოდება გენერალური დირექტორი საზმაუს ახალ შენობაში. მოვედი და გამაცნეს გადაწყვეტილება – შიდა მოკვლევის ვადები დღე დღეზე იწურება და საბჭომ იმსჯელაო. მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სამსახურიდან გავეთავისუფლებინე. ეს გადაწყვეტილება თინათინ ბერძენიშვილმა გამაცნო”, – განაცხადა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა.
ნინო ზაუტაშვილი აცხადებს, რომ დავის გაგრძელებას სასამართლოში აპირებს.
“მოკლედ 40 წელი ვიმუშავე საზოგადოებრივ მაუწყებელზე, პატარა წყვეტა მქონდა 8-წლიანი, დანარჩენი 40 წელი სრულად გავატარე. ზუსტად 2 წუთის წინ საზმაუს დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა, ელენე მიხაილოვამ და თამარ შუბლაძემ მითხრეს, რომ ჩვენი თანამშრომლობის რესურსი ამოიწურა და სამწუხაროდ უნდა გაგიშვათო. რა თქმა უნდა ეს საქმე წავა სასამართლოში. დისციპლინური მოკვლევა ახსენეს რის საფუძველზეც გამიშვეს, თუმცა ამ მოკვლევის შედეგები არავის გაუცნია ჩემთვის”, – განაცხადა ზაუტაშვილმა.