ჩვენი მთავარი პრობლემა დღეს არის უგზოობა და ის, რომ ადამიანები ცხოვრობენ შიშში, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ვასო ურუშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პირობების თვალსაზრისით, ქვეყანა რამდენიმე საუკუნით უკანაა დაწეული.
“ჩვენი მთავარი პრობლემა დღეს არის უგზოობა და იმ ადამიანებისთვის საფრთხე, ვისაც მოძველებული შენობა-ნაგებობა აქვთ, რომლებსაც ჩამონგრევის საფრთხე ემუქრება. ძირითადი პრობლემა არის გზა, რომელიც აღარ არსებობს, არ არსებობს კომუნიკაცია და შეუძლებელია, რომ ადამიანებს საჭირო მედიკამენტები მივაწოდოთ, საჭიროების შემთხვევაში, მივიდეს სასწრაფო დახმარება. რამდენიმე საუკუნით უკან გადავედით.
ის, რომ ადამიანები ცხოვრობენ ისეთ გარემოში, სადაც დიდი თოვლია და მათ დისკომფორტი აქვთ, ეს მეორე გამოწვევაა, მაგრამ მთავარი პრობლემაა, რომ ეს ადამიანები შიშში ცხოვრობენ, უთავდებათ საკვები, ეშინიათ, რომ ოჯახში მცირეწლოვნები და ხანდაზმულები ჰყავთ და სასწრაფო დახმარება რომ დასჭირდეთ, უბრალოდ წარმოუდგენელია მიმართაც კი”, – განაცხადა ვასო ურუშაძემ.