“ტექნიკა თქვენ კი არ უნდა იყიდოთ ბატონო ზურაბ, საგზაო მომსახურების ტენდერების დროს კორუფციის გარდა, ადამიანებზე და ქვეყანაზეც უნდა იფიქროთ”, – წერს “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული მიმართულების მდივანი ვასო ურუშაძე სოციალურ ქსელში, რომელიც “ოცნების” საკრებულოს წევრის ზურაბ ნაკაიძის განცხადებას გამოეხმაურა.
“ტექნიკა თქვენ კი არ უნდა იყიდოთ ბატონო ზურაბ, საგზაო მომსახურების ტენდერების დროს კორუფციის გარდა, ადამიანებზე და ქვეყანაზეც უნდა იფიქროთ.
მილიარდობით ლარი იხარჯება სახელმწიფო ბიუჯეტიდან საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, მშენებლობა, მოვლა, შეკეთება, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი აღემატება 3 მილიარდ ლარს ყოველწლიურად.
კერძო კომპანიებთან რომლებთანაც თანამშრომლობთ, ბიუჯეტიდან ურიცხავთ ასობით მილიონ ლარს, მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე და კორუფციაზე კი არ უნდა ფიქრობდეთ, არამედ კონტრაქტით დააკისროთ ვალდებულება საავტომობილო გზების მოვლა და მოწესრიგება მთელი წლის განმავლობაში, რაც ითვალისწინებს თოვლისგან გზის სავალი ნაწილის გაწმენდასაც.
ნებისმიერი სამშენებლო ტექნიკის გამოყენება შეიძლება სხვადასხვა დანიშნულებით, თუ იქნება მათ აღჭურვილობაში სპეციალური აგრეგატები. დასუფთავების ავტოსატრანსპორტო საშუალებაც შეიძლება გარდაიქმნას თოვლის გამწმენდ საშუალებად, სპეციალური აგრეგატებით აღჭურვის შემთხვევაში, როგორც ეს ხდება განვითარებულ სახელმწიფოებში”, – წერს ვასო ურუშაძე სოციალურ ქსელში.