spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“ვასრულებთ უმაღლესი სარდლობის ბრძანებას” – “აზოვის” მეთაური უკრაინელებს მიმართავს

ლეგიონ “აზოვის“ მეთაური დენის პროკოპენკო აცხადებს, რომ მარიუპოლის დამცველები უმაღლესი სამხედრო მეთაურობის გადაწყვეტილებას ასრულებენ და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის იმედი აქვთ, – ამის შესახებ პროპოკენკო განცხადებას „ტელეგრამის“ არხით ავრცელებს.

 

“მარიუპოლის დამცველებმა ბრძანება შეასრულეს ყველა სირთულის მიუხედავად, 82 დღის განმავლობაში მოწინააღმდეგის უპირატეს ძალებს საკუთარი თავებისკენ იზიდავდნენ და უკრაინის არმიას გადაჯგუფების, მეტი პირადი შემადგენლობის მომზადების და პარტნიორები ქვეყნებისგან მეტი შეიარაღების მიღების საშუალება მისცეს. 

 

ვერცერთი შეიარაღება ვერ იმუშავებს პროფესიონალურად მომზადებული სამხედროების გარეშე, რაც მათ არმიის ყველაზე ღირებულ ელემენტად აქცევს. სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით მარიუპოლის მთელი გარნიზონი ასრულებს უმაღლესი სამხედრო მეთაურობის დამტკიცებულ გადაწყვეტილებას და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის იმედი აქვს“, – აცხადებს პროკოპენკო.

 

უკრაინული მედიის ინფორმაციით, მარიუპოლში მდებარე „აზოვსტალის“ ქარხნიდან მძიმედ დაჭრილი უკრაინელი მებრძოლების ევაკუაცია განხორციელდა.

 

როგორც უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა უკრაინის ტელემარათონის ეთერში განაცხადა, ამ თემაზე ის კომენტარს ჯერ არ გააკეთებს. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე განცხადებას პრეზიდენტი ზელენსკი საღამოს მიმართვაში გააკეთებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები