spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ვატო შაქარიშვილი – რეალური ისტორიები ყოველთვის შეგვახსენებს, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში არასოდეს არ უნდა დაბრუნდეს

9 წლის წინ, ამ დღეს ააფეთქეს საკუთარი შვილის საფლავზე იური ვაზაგაშვილი. „ნაცმოძრაობის“ რეჟიმმა, ჯერ უდანაშაულო შვილი ჩაუცხრილა შუა ქუჩაში, შემდეგ კი, უკვე ხელისუფლებიდან ჩამოშორებულებმა მოახერხეს არაადამიანური სისასტიკით გასწორებოდნენ შვილმოკლულ მამას, რეჟიმთან შეუპოვარი ბრძოლის გამო, –  ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

“9 წლის წინ, ამ დღეს ააფეთქეს საკუთარი შვილის საფლავზე იური ვაზაგაშვილი. ნაც-მოძრაობის რეჟიმმა, ჯერ უდანაშაულო შვილი ჩაუცხრილა შუა ქუჩაში, შემდეგ კი, უკვე ხელისუფლებიდან ჩამოშორებულებმა მოახერხეს არაადამიანური სისასტიკით გასწორებოდნენ შვილმოკლულ მამას, რეჟიმთან შეუპოვარი ბრძოლის გამო…

 

ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ რა მიზნით და რა სახელწოდების ორგანიზაციების შექმნა გვიწევდა სააკაშვილის რეჟიმის წლებში… არასამთავრობო ორგანიზაცია – გადაარჩინე სიცოცხლე… თუნდაც, მხოლოდ ამ ოფისის არსებობა მეტყველებს იმაზე თუ რა საშინელი პერიოდი გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ. ეს სახელი, ეს რეალური ისტორიები ყოველთვის შეგვახსენებს, რომ ისინი ხელისუფლებაში არასოდეს არ უნდა დაბრუნდნენ! ერთად, ცალ-ცალკე თუ ახალი კონფიგურაციებით ამას არ აქვს მნიშვნელობა!“- წერს შაქარიშვილი.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები