spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ვატო წერეთელი – პრემიერი კალათბურთს თამაშობს, სახლებში კი დღეში 50 კუბო შედის და გამოდის

40 დღე გავიდა “პირველების” ოპერატორის გარდაცვალებიდან, ხელისუფლებას კი კიდევ არ აქვს პასუხი, რა გახდა სიკვდილის მიზეზი და რატომ არ სჯიან მოძალადეებს – ამის შესახებ “ტვ პირველის” დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა განაცხადა. 

 

მისი თქმით, ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, საქართველოს პრემიერი პრობლემებზე ადექვატურად არ რეაგირებს.

 

“40 დღე გავიდა ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან, არც მოძალადეები არიან დასჯილები, არც შემკვეთები. მე პირადად პასუხი ყველაფერზე მივიღე.  

 

როგორ არ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, ხალხი რომ ასეთ დღეში ჩააგდო. ქუჩაში თუ ტყვიას გადაურჩები, კოვიდი მოგკლავს, კოვიდს თუ გადაურჩი, ქუჩაში ჩაგქოლავენ. როგორ არ უნდა გიყვარდეს შენი ხალხი ასე?

 

პრემიერი დადის და კალათბურთს თამაშობს, დღეს ნახეთ ხომ კადრები? მინუს 5-ს თამაშობს. დღეში 50 კუბო შედის და გამოდის სახლებიდან. ამაზე უარესი რა უნდა მიიღოს ამ ქვეყანამ?” – განაცხადა ვატო წერეთელმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები