spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ვაჟა სირაძე – ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რათა უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგი

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რათა უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგი. პოლიციის რაოდენობასთან დაკავშირებით პირადად ვიღებთ გადაწყვეტილებას და საჭიროებისამებრ გამოგვყავს ხოლმე, – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ სააპელაციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიცია გარეთაც მობილიზებულია იმისთვის, რომ მოქალაქეებმა  თავისუფლად გადაადგილება შეძლონ.

“დაანონსებული არის აქცია სააპელაციო სასამართლოსთან, შესაბამისად, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რათა უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგი. პოლიციის რაოდენობასთან დაკავშირებით პირადად ვიღებთ გადაწყვეტილებას და საჭიროებისამებრ გამოგვყავს ხოლმე. სასამართლოს შენობაა, მიმდინარეობს პროცესები და რომ არ მოხდეს ვითარების ესკალაცია, დაძაბულობა, პოლიციელები იქნებიან ადგილზე, რათა მშვიდად წარიმართოს სასამართლო პროცესები.  აქციის მონაწილეებმა და მათმა ორგანიზატორებმა აღნიშნული კანონი კარგად იციან და თუ მოხდა მსგავსი რამ, პოლიცია მოუწოდებს მათ კანონის დაცვისკენ.  საუბარი იყო აგრეთვე გზასთან დაკავშირებით, პოლიცია გარეთაც მობილიზებულია ასევე იმისთვის, რომ თავისუფლად მოხდეს მოქალაქეების გადაადგილებაც და არ მოხდეს ვითარების დაძაბვა“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

სააპელაციო სასამართლოსთან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აქციას მართავენ. სააპელაციო სასამართლო წალკისა და თეთრიწყაროს ოლქებში შემავალი რამდენიმე უბნის შედეგების გაბათილებასთან დაკავშირებით საჩივარს განიხილავს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები