spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ვაჟა სირაძე – იძულებული გავხდით, დაგვეწყო ღონისძიება და გამოგვეყენებინა პროპორციული ძალა

დღევანდელი აქცია დასაწყისშივე დაიწყო ძალადობრივად, სანამ შეიკრიბებოდა ხალხის დიდი რაოდენობა, უკვე 400-კაციანმა ჯგუფებმა თავიდანვე დაიწყეს სხვადასხვა საგნების, პიროტექნიკის სროლა, ძალადობრივი ქმედებები, შეურაცხყოფის მიყენება პოლიციის თანამშრომლების მიმართ, რის გამოც იძულებული გავხდით, დაგვეწყო ღონისძიება და გამოგვეყენებინა პროპორციული ძალა, – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შსს-ს დანაყოფები საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით, იდგნენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და ითმენდნენ აქციის მონაწილეების მხრიდან ძალადობას.

“ბოლო დღეებია აქცია მიმდინარეობს ძალადობრივ რეჟიმში. დღევანდელი აქცია დასაწყისშივე დაიწყო ძალადობრივად, სანამ შეიკრიბებოდა ხალხის დიდი რაოდენობა, უკვე 400-კაციანმა ჯგუფებმა თავიდანვე დაიწყეს სხვადასხვა საგნების, პიროტექნიკის სროლა, ძალადობრივი ქმედებები, შეურაცხყოფის მიყენება პოლიციის თანამშრომლების მიმართ, რის გამოც იძულებული გავხდით დაგვეწყო ღონისძიება და გამოგვეყენებინა პროპორციული ძალა. ყველამ კარგად დაინახეთ, რომ შსს-ს დანაყოფები საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით, იდგნენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და ითმენდნენ აქციის მონაწილეების მხრიდან ძალადობას. ასზე მეტი პოლიციელია დაშავებული, რამდენიმე მათგანს ქირურგიული ჩარევაც ჩაუტარდა. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ აგრესიულ პირებს, რომლებიც აზიანებენ არამარტო პოლიციას, არამედ ქონებრივ ინვენტარს, მოიქცნენ წესების დაცვით“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები