spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ვაზიანის პოლიგონზე საარტილერიო სწავლება საბრძოლო სროლებით დასრულდა

ვაზიანის სასროლეთზე  მე-5 საარტილერიო ბრიგადის  “გრადლარის”  ბატარეის  ამოცანაზე ორიენტირებული  საველე სწავლება საბრძოლო სროლებით დასრულდა.  

 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გეგმიური  წვრთნები სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და “გრადლარის”  ბატარეასთან ერთად, მასში მხარდამჭერი ელემენტების სახით 53-ე უზრუნველყოფის ბატალიონი, ჰაერსაწინააღმდეგო ასეული და საბრძოლო მხარდაჭერის ბატალიონიც იყო ჩართული.

 

სწავლების დასკვნით საჩვენებელ ეტაპზე სამხედრო მოსამსახურეებმა ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის, ტაქტიკური გადაადგილებისა და წინასწარ განსაზღვრული ოპერაციის რაიონში პირობითი მოწინააღმდეგის  განადგურების ოპერაცია განახორციელეს. 

 

წვრთნები ქვედანაყოფების ერთობლივი, კოორდინირებული და სინქრონიზებული მოქმედებებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.  მონაწილე პირადი  შემადგენლობის  შეფასებას მე-5 საარტილერიო ბრიგადიდან შერჩეული დამკვირვებლები აწარმოებდნენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები