spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ვაზიანში საარტილერიო წვრთნა ჩატარდა

ვაზიანის სასროლეთზე მე-5 საარტილერიო ბრიგადის 51-ე საარტილერიო ბატალიონმა ამოცანაზე ორიენტირებული ტაქტიკური საველე წვრთნები საბრძოლო სროლებით დაასრულა. 

საველე წვრთნებში მე-5 საარტილერიო ბრიგადის 51 -ე ბატალიონის დაქვემდებარებული ქვედანაყოფები და ჰაერსაწინააღმდეგო ჯგუფები მონაწილეობდნენ. 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორკვირიანი სწავლება სამ ფაზას მოიცავდა. პირველი ფაზა საველე პირობებში პრაქტიკულ მეცადინეობას დაეთმო, სადაც ბრძოლის წარმოებისას ბატარეაში შემავალი ელემენტების კოორდინირებული მოქმედება დაიხვეწა. მეორე ფაზა ბატარეის ტაქტიკურ მოქმედებაზე 48 საათიან დაკვირვებას მოიცავდა, ხოლო მესამე ფაზა კი, საცეცხლე პოზიციების დაკავებითა და საბრძოლო სროლებით დასრულდა. 

 

სწავლების დასკვნით ნაწილს სპეციალურად შერჩეული დამკვირვებელთა კომისია აფასებდა. წვრთნების მიზანს ბატალიონის საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება და სხვადასხვა საბრძოლო ელემენტის კოორდინაცია და შერწყმა წარმოადგენდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები