spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ვაზისუბანში აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში აცხადებენ, ვაზისუბანში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა.

 

დამწვრობის ცენტრის ექიმის თეა უროტაძის ინფორმაციით, მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

 

“კლინიკაში შემოვიდა პაციენტი, 43 წლის მამაკაცი. მისი მდგომარეობა არის მძიმე. მისი დიაგნოზია სხეულის თერმული დამწვრობა, 60 პროცენტი, დამწვრობითი შოკი, სასუნთქი გზების დამწვრობა. დაწყებული აქვს ანტიშოკური მკურნალობა. მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში. ამ წუთისთვის მისი მდგომარეობა არის მძიმე“, – განაცხადა ექიმმა თეა უროტაძემ.

 

ვაზისუბანში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები