ვაზისუბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილი მოცურდა და ხევში გადავარდა.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.