ვაზისუბანში ბეტონმზიდის დაჯახების შედეგად შუახნის მამაკაცი დაიღუპა.
ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების სამსახური იყო მობილიზებული.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.