ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად სავარაუდოდ, ერთი ადამიანია დაშავებული, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე უცნობია.
წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება პირველ სართულზე, ერთ-ერთ ბინაში ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია, რასაც ხანძარი მოჰყვა, რომელიც სამ სართულზე გავრცელდა.
ადგილზე სახანძრო ბრიგადებია მობილიზებული.