საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაიცვას მიხეილ სააკაშვილის უფლებები, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ვედანტ პატელმა განაცხადა.
“ყურადღებით ვაკვირდებით სახალხო დამცველის განცხადებებს. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაიცვას მიხეილ სააკაშვილის უფლებები და იყოს დარწმუნებული, რომ ის შესაბამის სამედიცინო დახმარებას იღებს.
არ ვფიქრობ, რომ ჩვენ არასწორ სიგნალებს ვგზავნით. ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვამბობთ, რომ მისი უფლებები უნდა იყოს დაცული და მან უნდა მიიღოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება”, – განაცხადა პატელმა.