spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოში მოსმენების შესახებ კანონის პროექტი დამატებით დამუშავებას საჭიროებს

ვენეციის კომისიამ მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა. 

 

ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოში მოსმენების შესახებ კანონის პროექტი ნაჩქარევად იქნა მიღებული და საჭიროებს დამატებით დამუშავებას.  

 

“კანონპროექტი, რომელიც ცვლის საქართველოს ფარული საგამოძიებო ღონისძიებების გამოყენების პროცედურას, მიღებულ იქნა ნაჩქარევად და მოითხოვს, როგორც ზემოქმედების შეფასებას, ასევე უფრო დეტალურ დასაბუთებას, ნათქვამია ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის იურიდიულ და საკონსტიტუციო ექსპერტთა გადაუდებელ მოსაზრებაში. მოსაზრებაში გაკეთებულია დასკვნა, რომ საქართველოში ფარული თვალთვალის ღონისძიებების ზედამხედველობის მექანიზმი არაადეკვატურია და საჭიროა არსებული ფარული თვალთვალის სისტემების ყოვლისმომცველი გადახედვა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

ე.წ. მოსმენების კანონი “ქართულმა ოცნებამ” ივნისში მიიღო და პრეზიდენტმა მას ვეტო დაადო. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები