spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ვენეციის კომისია რეკომენდაციას უწევს, რომ “დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონპროექტი არ იქნეს მიღებული

ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით საბოლოო მოსაზრება გამოაქვეყნა. 

 

“დეოლიგარქიზაციის მსგავსი კანონპროექტი არის რისკი, რომ ხელისუფლებაში მყოფთათვის პოლიტიკური ოპონენტების შესავიწროებლად სახიფათო ინსტრუმენტად იქცეს.

 

ამ ეტაპზე, ვენეციის კომისია არ არის დარწმუნებული, რომ შესწორებულ კანონპროექტში შემოთავაზებული ცვლილებები გამოასწორებს გარდაუვალ დაპირისპირებას ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის სტანდარტებთან. ვენეციის კომისია ასკვნის, რომ შესწორებული კანონპროექტი არ უნდა მიიღოს და “სისტემური” მიდგომა უნდა გატარდეს.

 

ვენეციის კომისია რეკომენდაციას უწევს, რომ აღნიშნული კანონპროექტი არ იქნას მიღებული”, – აღნიშნულია დოკუმენტში.

 

მისივე რეკომენდაციით, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანაში ოლიგარქიული გავლენის წინააღმდეგ საბრძოლველად: 

 

განახორციელოს არსებული სისტემური ღონისძიებების სიღრმისეული და ყოვლისმომცველი ანალიზი, ასევე საქართველოს ნაკლოვანებები სტრუქტურის, უფლებამოსილებებისა და კოორდინაციის თვალსაზრისით; შეიმუშაოს მაკორექტირებელი, დამატებითი კანონმდებლობა ან ზომები, რომლებიც მოიცავს: ეფექტური კონკურენციის პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და განხორციელებას;

 

მაღალი დონის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებასა და პრევენციას GRECO-ს რეკომენდაციების შესაბამისად; სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების დაცვას;  მედიის პლურალიზმისა და მედიის მფლობელების გამჭვირვალობის გაძლიერებას; ფულის გათეთრების საწინააღმდეგო პოლიტიკის შემდგომ გაძლიერებას; დროულ და ეფექტურ ხელმისაწვდომობას სასარგებლო საკუთრების ინფორმაციაზე, MONEYVAL-სა და FATF-ის რეკომენდაციების შესაბამისად; პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო კამპანიების დაფინანსების წესების გაძლიერებას; ასევე, არსებული კონტროლის მექანიზმების გაძლიერებას;  საგადასახადო კანონმდებლობის გაუმჯობესებას.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები