spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ვეფხია კასრაძე – თავისუფლება კი არ წამართვით, პირიქით, ასეთი თავისუფალი არასდროს ვყოფილვარ

თქვენ ამ სასჯელის მოსჯით მე თავისუფლება კი არ წამართვით, პირიქით, ასეთი თავისუფალი არასდროს ვყოფილვარ, მინდა იცოდეს ყველამ, თავისუფლება მოვიპოვე, რაღაც ტვირთი მომეხსნა, – ასე მიმართა აქციების დროს დაკავებულმა ვეფხია კასრაძემ სასამართლო პროცესზე მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძეს.

“აცილებას ვეთანხმები, რადგან არანაირი განხილვა არ ყოფილა იმაზე, რა ბრალიც წამიყენა პროკურორმა. თქვენ არ განგიხილავთ მტკიცებულებები, ისე მომისაჯეთ პატიმრობა. ერთ რამეში მადლობასაც გეტყვით – მომეცა საშუალება და ჩემი სამშობლოსთვის ვეწამე.

თქვენ ამ სასჯელის მოსჯით მე თავისუფლება კი არ წამართვით, პირიქით, ასეთი თავისუფალი არასდროს ვყოფილვარ, მინდა იცოდეს ყველამ, თავისუფლება მოვიპოვე, რაღაც ტვირთი მომეხსნა.

ერთი რაღაც მინდა, გკითხოთ ბატონო მოსამართლე, მოძღვარი თუ გყავთ? როგორც ადამიანი ადამიანს გეკითხებით, თუ გყავთ მოძღვარი? თუ არ გყავთ მოძღვარი, გირჩევთ, გყავდეთ და მოინანიოთ ეს ცოდვა, ეს არის ბოროტება, რასაც თქვენ აკეთებთ ბატონო მოსამართლე. ბოროტებაა, როდესაც ასეთ ახალგაზრდებს –  საქართველოს ვხედავ ამ ახალგაზრდებში, არარსებულ დანაშაულზე სასჯელს უსჯით და ცხოვრებას უზიანებთ, მათ დედებს ცრემლიანებს ტოვებთ, ვინ მოგცათ ამის უფლება, მითხარით? ეს არანაირ სამართალში არ ჯდება, სამართლებრივი და მორალური უფლება არ გაქვთ, ეს სხდომა წაიყვანოთ”, – განაცხადა კასრაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები