უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 229 660 (+790) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 02.07.2023-მდე: ტანკები – 4052 (+10), ჯავშანტექნიკა – 7888 (+20), საარტილერიო სისტემები – 4188 (+26), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 637 (+5).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 390 (+1), თვითმფრინავები – 315 (+0), ვერტმფრენები – 308 (+1), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 3557 (+12), ფრთოსანი რაკეტები – 1261 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 6816 (+22), სპეციალური ტექნიკა – 583 (+3).
გენერალური შტაბის ინფორმაციით, დღის განმავლობაში ლიმანის, ბახმუტის და მარინკის მიმართულებებზე 46 შეტაკება მოხდა.