უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 219 170 (+670) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 17.06.2023-მდე: ტანკები – 3977 (+12), ჯავშანტექნიკა – 7706 (+23), საარტილერიო სისტემები – 3834 (+22), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 609 (+3).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 364 (+0), თვითმფრინავები – 314 (+0), ვერტმფრენები – 302 (+1), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 3364 (+7), ფრთოსანი რაკეტები – 1211 (+12). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 6557 (+38), სპეციალური ტექნიკა – 520 (+1).