უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 221 460 (+1010) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 20.06.2023-მდე: ტანკები – 3997 (+8), ჯავშანტექნიკა – 7750 (+15), საარტილერიო სისტემები – 3888 (+23), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 614 (+4).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 372 (+2), თვითმფრინავები – 314 (+0), ვერტმფრენები – 306 (+1), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 3393 (+10), ფრთოსანი რაკეტები – 1214 (+3). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 6645 (+32), სპეციალური ტექნიკა – 531 (+5).