spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ვიაჩესლავ ვოლოდინი – ვლადიმერ ჟირინოვსკი მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა

რუსეთის „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა, – ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა.

 

“ნათელი, ნიჭიერი პოლიტიკოსი. ადამიანი, რომელსაც ღრმად ესმოდა როგორ მუშაობს სამყარო და ბევრი რამ იწინასწარმეტყველა. მისი პიროვნება იმდენად მასშტაბურია, რომ მის გარეშე ძნელი წარმოსადგენია თანამედროვე რუსეთის პოლიტიკური სისტემის განვითარების ისტორია“, – წერს ვოლოდინი ტელეგრამის საკუთარ არხზე.

 

პლენარულ სხდომამდე დეპუტატებმა პოლიტიკოსის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

 

ჟირინოვსკი, რომელსაც 2021 წელს 75 წელი შეუსრულდა, 2 თებერვალს საავადმყოფოში COVID-19 დიაგნოზით გადაიყვანეს და მას შემდეგ მისი სიკვდილის შესახებ ინფორმაცია არაერთხელ გავრცელდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები