პოლიტიკური კლასის სერიოზული განახლება სჭირდება ქვეყანას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი „ფეისბუქზე“ წერს.
„ენმ-ისთვის დღევანდელი დღე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან განახლება არჩევნების შემდეგ ხდება, მაშინ, როდესაც პარტია უკვე ცხრა წელია, ოპოზიციაშია. ეს ამყარებს რწმენას პარტიის მომავლის მიმართ.
მოვიდა ხალხი, ვინც ენმ-ის წიაღში საკუთარ თავს ვერ წარმოიდგენდა – ესეც დამაიმედებელია. ჯანსაღი პროცესია. დანარჩენს, ვინ გაამართლებს ნდობას და ვინ ვერა, მომავალი გვაჩვენებს. ზოგი გამოიძერწება პოლიტიკურ ქარცეცხლში, ზოგიც ვერ. ასპარეზის მიცემაა მნიშვნელოვანი მოვლენა, თავისთავად. ამიტომაც, წარმატებები მათ!“,- წერს სამადაშვილი.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიის ახალი წევრები დაასახელა. პარტიის ახალი წევრები არიან: საერთაშორისო პოლიტოლოგიის მაგისტრი ბარბარა ჯიმელი სულაშვილი, ყოფილი წყალბურთელი და ეკონომიკური სფეროს სპეციალისტი რეზო ჩომახიძე, საჯარო მმართველობის მაგისტრი ანა გოგოლაძე, ლექტორი სოფო ჯაფარიძე, დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი ნონა მამულაშვილი, ევროპული ბიზნეს ადმინისტრირებისა და ბიზნეს სამართლის მაგისტრი ზვიად ქვლივიძე, ბიზნესადმინისტრირების მაგისტრი გიორგი თარგამაძე, სამართალმცოდნეობის მაგისტრი მანუჩარ ახალაია, გენეტიკის ლაბორატორიის მმართველი გიორგი ჩალაძე, ნიკა ობოლაძე, პოლიტიკური მარკეტინგის მაგისტრი ბაჩო დოლიძე და პოლიტიკური ეკონომიკის მაგისტრი გიორგი ხვედელიანი