spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ვინიცაზე რუსების სარაკეტო თავდასხმას 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 15 დაკარგულად ითვლება

ვინიცას ცენტრში რუსი ოკუპანტების სარაკეტო დარტყმის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვია. 

 

ამავდროულად, პოლიციასთან კონტაქტს აგრძელებენ ადამიანები, მათი ახლობლები და მეგობრები, რომლებიც იმყოფებოდნენ იმ ტერიტორიაზე, სადაც მტრის რაკეტები ჩამოვარდა, – ამის შესახებ ეროვნული პოლიციის უფროსმა იგორ კლიმენკომ განაცხადა.

 

მისი თქმით, ამჟამად სამართალდამცველებს 15 ასეთი მიმართვა აქვთ.

 

საავადმყოფოში 90-მდე დაშავებულია გადაყვანილი.

 

ვინიცა რუსმა ოკუპანტებმა საკრუიზო რაკეტებით, შავი ზღვის წყალქვეშა ნავიდან დაბომბეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები