ეს არის საქართველოში მკვლევართა წინააღმდეგ დაშინებისა და რეპრესიების ახალი დონე, – ამის შესახებ ყოფილი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, “თბილისში ბინძური რეჟიმია”.
“ეს არის საქართველოში მკვლევართა წინააღმდეგ დაშინებისა და რეპრესიების ახალი დონე, არჩევნების წინ. როგორი ბინძური რეჟიმია თბილისში, რომელიც იგივე მეთოდებს იყენებს, რასაც KGB და FSB იყენებენ მოსკოვში”, – წერს ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელში.
თბილისსა და ქუთაისში სხვადასხვა სახლებსა და კომპანიებში დილიდან ჩხრეკა ჩატარდა. გავრცელებული ინფორმაციით, საქმე ე.წ. “ქოლ-ცენტრებს” ეხება.