spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ვიოლა ფონ კრამონი – საქართველო შეძრწუნებულია ციხეში სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობით

საქართველო შეძრწუნებულია ციხეში ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობით. – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერზე“ წერს. 

 

ევროპარლამენტარის განცხადებით,  “ქართული ოცნება” უფრო და უფრო ემსგავსება წინა ხელისუფლებას. 

 

“საქართველო შეძრწუნებულია ციხეში ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობით. ამ ვიდეოების გავრცელება საქართველოს მთავრობის მიერ სავალალოა. საქმე სულ უფრო პოლიტიკური ხდება და “ქართული ოცნება” უფრო და უფრო ემსგავსება წინა ხელისუფლებას. საქართველო უკეთესს იმსახურებს”, – წერს კრამონი.

 

მისივე თქმით, სააკაშვილმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, მიიღოს სათანადო სამედიცინო დახმარება და მიეცეს უფლება დაესწროს საკუთარ არაპოლიტიზებულ სასამართლო პროცესს. 

 

“საქართველომ უნდა გადალახოს ეს არეულობა და დაიწყოს რეალური პრობლემების მოგვარება, როგორიცაა რუსული ოკუპაცია, სიღარიბე და დემოკრატიის უკუსვლა “, – წერს კრამონი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები