spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ვიოლა ფონ კრამონი – თქვენ ვერ იტყვით უარს იმაზე, რისი მიღების უფლებაც არ გქონდათ

სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა ევროკავშირის მიკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის მიღების პირობები, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი “ტვიტერზე“ წერს.

 

“სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა ევროკავშირის მიკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის მიღების პირობები: სასამართლო სისტემა და ა.შ. თქვენ ვერ იტყვით უარს იმაზე, რისი მიღების უფლებაც არ გქონდათ. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ 75 მილიონის მეორე ნაწილი იყო სესხი და ეს არ იყო გრანტი და დახმარება.

 

როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა ჯულიენ კრამპმა განაცხადა, საქართველომ ვერ შეძლო დახმარების მიღების პირობის საკმარისად შესრულება. მისივე თქმით, ევროკავშირი მოუწოდებს ხელისუფლებას, შეასრულოს რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებები.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები