კიევი: კიევის ობოლონის რაიონის სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი დამნაშავედ სამი მუხლით ცნო.
მოსამართლის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ ყოფილი პრეზიდენტი ბრალდებებს არ აღიარებს, სასამართლომ მოუსმინა მოწმეებს, გამოიკვლია ექსპერტების მტკიცებულებები, დოკუმენტები და მატერიალური მტკიცებულებები, შეაფასა ორივე მხარის არგუმენტები და დაადგინა, რომ ბრალდებული დამნაშავეა სახელმწიფო ღალატში, ქვეყნის საზღვრების შეცვლის ხელშეწყობასა და ომის დაწყებაში.
ვიქტორ იანუკოვიჩი 2014 წლის შემდეგ უკრაინაში არ იმყოფება. კიევის სასამართლომ სახელმწიფო ღალატის საქმის განხილვა 2017 წელს დაიწყო.
პროკურატურა ვიქტორ იანუკოვიჩისთვის თავისუფლების 15 წლით აღკვეთას ითხოვდა.