spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ვიქტორ ჯაფარიძე – ფრთხილად იყავით, ღმერთს მადლობა უთხარით, რომ აქამდე არაფერი დაგემართათ, ბოდიში მოუხადეთ ყველას და გაჩერდით

დღესაც მშობლების პატივისცემით იზრდება მომავალი თაობა და ღმერთმა არ ქნას, რომ ადამიანს გაუქრეს ეს გრძნობა, რომ დედის გინება ვინმემ ვინმეს გაუტაროს, – ამის შესახებ “ხალხის ძალის“ რეგიონულმა მდივანმა ვიქტორ ჯაფარიძემ განაცხადა.

 

“ზოგადად, ნებისმიერ ზარს ვპასუხობ. მესიჯი მომწერა ვიღაცამ და ფორთოხალი ეხატა. ვერ მივხვდი და გადავურეკე, ვინ ხარ-თქო, ვკითხე და არ მიპასუხა – გამოგიგზავნე და აგიხსენიო. ამას მოჰყვა უამრავი მესიჯი ფორთოხლის გამოსახულებით… დღესაც მშობლების პატივისცემით იზრდება მომავალი თაობა და ღმერთმა არ ქნას, რომ ადამიანს გაუქრეს ეს გრძნობა, რომ დედის გინება ვინმემ ვინმეს გაუტაროს.

 

ღმერთმა დაიფაროს. პირიქით, ეს რომ ასე არ არის, დაამტკიცა 17 მაისმა, როცა თითქმის, მთელი საქართველო გარეთ იყო და გამოსულებმა დაადასტურეს, რომ ოჯახი არის ადგილი, სადაც ადამიანები პატივს სცემენ დედას, მამას და არავის აპატიებენ მათ შეურაცხყოფას. ამიტომ, ფრთხილად იყავით, ღმერთს მადლობა უთხარით, რომ აქამდე არაფერი დაგემართათ, ბოდიში მოუხადეთ ყველას და გაჩერდით“, – განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები