spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ვიქტორ ორბანი – ძალიან გულდაწყვეტილები ვართ, გაბრაზებულები, რომ საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი

ძალიან გულდაწყვეტილები ვართ, გაბრაზებულები, რომ საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი, როდესაც იმ ქვეყნებმა მიიღეს, რომლებიც გაცილებით ჩამორჩენილები არიან განვითარების თვალსაზრისით საქართველოსთან შედარებით და მიიღეს ეს სტატუსი, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისი თქმით, საქართველოს უნდა მიენიჭოს ევროკავშირთან დაახლოების საშუალება და ეს არის ასევე ევროპულ ინტერესებში.

 

“თანამშრომლობას ვიხილავდით ორ ქვეყანას შორის, ჩვენ ასევე ვიხილავდით ძალიან მნიშვნელოვან გლობალური უსაფრთხოების საკითხებს. ჩვენ ორი მთავრობის შეხვედრა ჩავატარეთ, რომელსაც გააჩნიათ ისტორიული გამოცდილება იმის ცოდნისა, რომ მშვიდობა ყოველთვის ჯობია ომს. ჩვენ ყოველთვის უნდა ვიბრძოლოთ საერთაშორისო პოლიტიკაში, რომ კონფლიქტები რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს სამშვიდობო შეთანხმებებით, ეს არის  უმთავრესი განვითარებისთვის. ჩვენ უნდა განვაცხადოთ, რომ მსოფლიო ჯერ შორს არის ამისგან; და ჩვენ ქართველები და უნგრელები ერთად ვდგავართ და ყველაფერს ვაკეთებთ ორი ქვეყნის თანამშრომლობის მეშვეობით, რომ ამას გზა გავუკვალოთ.

 

ჩვენ დავიწყეთ სტრატეგიული ხელშეკრულების შესრულება, რომელსაც ხელი მოაწერა ორივე ქვეყანამ, ჩემმა მეგობარმა, ბატონმა ირაკლიმ ბრძანა, რომ უნგრეთი გახლავთ საქართველოს ევროპული მისწრაფების მყარი მხარდამჭერი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის სამართლიანი, რომ საქართველოს უნდა მიენიჭოს ევროკავშირთან დაახლოების საშუალება და ეს არის ასევე ევროპულ ინტერესებში.

 

მე მახსოვს, რომ ცენტრალური, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები როგორ უერთდებოდნენ ევროკავშირს. ეს არის 2000-იანი წლების შუა პერიოდი. ჩვენ შევქმენით კონკურენტუნარიანობა ევროკავშირის, უნგრეთი რომ არ გაწევრიანებულიყო იმ პერიოდში, ჩავარდებოდა ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, ეკონომიკური ზრდა უკანასკნელი 20 წლის, შეიძლება მივაკუთვნეთ ძირითადად ცენტრალური ევროპის რეგიონის გაწევრიანება, რაც ნიშნავს, რომ ევროპულ კავშირს სჭირდება ასეთი დინამიზმი, ასეთი ენერგია, ისეთი ადამიანები, ვისაც სურთ იმუშაონ, იყვნენ კრეატიულები, ვისაც გააჩნიათ ამბიციები. თუ ევროპა არ მიიღებს ასეთ ადამიანებს, როდესაც დრო დადგება, საბოლოოდ ევროკავშირი ფასს გადაიხდის ამისთვის, იმისთვის რომ დაკარგავს თავის კონკურენტუნარიანობას.

 

პატივცემულო ქალბატონებო და ბატონები, ამ კონტექსტში, საქართველო გახლავთ ქვეყანა, რომელიც განსაკუთრებით იმსახურებს აღნიშნულ სტატუსს. რა თქმა უნდა, ეკონომიკური მაჩვენებლები, რომელიც ქვეყანას გააჩნია, არის მაღალი და მე მწამს, რომ ევროკავშირს ინტერესები აქვს დაუკავშირდეს კავკასიის რეგიონს, საუკეთესო გამოსავალია დაუკავშირდეს საქართველოს მეშვეობით და ამიტომ ძალიან გულდაწყვეტილები ვართ, გაბრაზებულები, რომ საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი, როდესაც იმ ქვეყნებმა მიიღეს, რომლებიც გაცილებით ჩამორჩენილები არიან განვითარების თვალსაზრისით საქართველოსთან შედარებით და მიიღეს ეს სტატუსი.

 

ჩვენ ევროკავშირში უნდა გადავწყვიტოთ, ვხედავთ გაფართოებას, როგორც პოლიტიკურ პროცესს, თუ რასაც ვამბობთ მართალია, ეს თუ დამსახურებაზე დამყარებული პროცესია, ის რაც მოხდა არის საკმაოდ უსამართლო თქვენს ქვეყანასთან დაკავშირებით და ეს უნდა გამოსწორდეს რაც შეიძლება მალე. ევროკავშირმა უნდა გაიაზროს, რომ ჩვენ ვერ მოვახდენთ მოდერნიზებას ევროპულ ენერგოსისტემის, ევროპული ეკონომიკის, თქვენს ქვეყანასთან მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე.

 

ამიტომაც ინფრასტრუქტურული თანამშრომლობის პროგრამები აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი, უნგრეთი – მწვანე დერეფანი გახლავთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ევროკავშირისთვის ეს გახლავთ უზარმაზარი პროექტი, რაზეც ვლაპარაკობთ, რომელიც მრავალი წლების განმავლობაში, მომავალში იქნება ეკონომიკური ზრდის წყარო ყველა მონაწილე წევრი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ორბანმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები