spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ვიქტორ ყიფიანი – შიდა სოლიდარობის გარეშე უსაფრთხოებაზე საუბარი, მით უმეტეს, გარე პერიმეტრზე არის უპერსპექტივო საქმე

ქართული უსაფრთხოება დღეს გადის საგარეო და საშინაო პერიმეტრზე. შიდა სოლიდარობის გარეშე უსაფრთხოებაზე საუბარი, მით უმეტეს, გარე პერიმეტრზე არის უპერსპექტივო საქმე, –  ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა ადვოკატმა და ანალიტიკური ორგანიზაცია “ჯეოქეისის” თავმჯდომარემ ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, საგარეო პერიმეტრზე ქართული თემატიკის განცალკევებულად მიტანა, უპერსპექტივო საქმე იქნება.

“ქართული უსაფრთხოება დღეს გადის საგარეო და საშინაო პერიმეტრზე. საგარეო პერიმეტრთან დაკავშირებით, იმ ხელწერის ფონზე, რასაც ჩვენ დღეს ტრამპი გვთავაზობს და როგორი ვითარებაც სამყაროში შეიქმნა, ქართული თემატიკის განცალკევებულად მიტანა, ალბათ, უპერსპექტივო საქმე იქნება. ამიტომ, ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეძებოთ ის შრეები, სადაც ქართული ინტერესის ჩაშენება შეგვეძლება რეგიონალურ, ან უფრო დიდ სურათში. ეს ჩვენი ინტერესის უფრო ბითუმად შეკვრაა ჩვენი ინტერესისა სხვა გეოპოლიტიკურ ინტერესებთან უფრო მეტი შესაძლებლობებისა და ალბათობის მატარებელი იქნება. არის საერთო ინტერესები, ეს ინტერესები გამოკვეთადია.

რაც შეეხება საშინაო ველს, ყოველთვის ვეჭიდები ასეთ ცნებას – ინტეგრალური ერთიანი უსაფრთხოება, ვინაიდან უსაფრთხოება არ არის მხოლოდ სამხედრო ან პოლიტიკურ ბლოკში თუ არმიაში გაწევრიანება. ეს არის საქართველოს მოსახლეობის ფართო კონსენსუსი და თანხმობა თუ რა არის სწორი და რა – არა. სწორია, როდესაც შენ გწამს შენი ქვეყნის, როდესაც გჯერა, რომ შენი ხელისუფალი აკეთებს მართალ და სამართლიან საქმეს, ეს არის ის რწმენა, რაც განაპირობებს შიდა სოლიდარობას. ასეთი შიდა სოლიდარობის გარეშე უსაფრთხოებაზე საუბარი, მით უმეტეს, გარე პერიმეტრზე არის უპერსპექტივო საქმე”, – განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები