“ვისოლის” თანამშრომლებო, თქვენ გაქვთ გაფიცვის უფლება” – ამ ლოზუნგით კომპანია “ვისოლის” სათავო ოფისთან საპროტესტო აქცია გაიმართა.
მოქალაქეები კომპანიას “ქართული ოცნების” მიმართ ლოიალურობას ედავებიან და კომპანიას ხელისუფლების ქმედებების დაგმობისკენ მოუწოდებენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, კომპანია არ გამოხატავს საკუთარ პოზიციას პროდასავლური მისწრაფებების მხარდასაჭერად.
აქციის მონაწილეებს ჰქონდათ ბანერები – “კორუფცია კვებავს რეპრესიულ რეჟიმს”; ” არა რუსული ძალადობრივი რეჟიმის დამფინანსებლებს”.
აქტივისტები კომპანიის თანამშრომლებს გაფიცვისკენ მოუწოდებენ.