spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ვიტალი დარასელიას გარდაცვალებიდან 39 წელი გავიდა

ქართული ფეხბურთის ლეგენდის ვიტალი დარასელიას გარდაცვალებიდან 39 წელი გავიდა.

 

13 მაისის გმირი, რომელიც საბჭოთა კავშირის ნაკრებში 13-ნომრიანი მაისურით თამაშობდა, 1982 წლის 13 დეკემბერს ავტოავარიის შედეგად დაიღუპა. შემთხვევა რიკოთის უღელტეხილზე მოხდა. მანქანა კლდიდან მდინარეში გადავარდა. ვიტალია დარასელია მაშინ 25 წლის იყო.

 

დარასელია 1957 წლის 9 ოქტომბერს ოჩამჩირეში დაიბადა. იცავდა ოჩამჩირის „ამირანის“, თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების ღირსებას. 1976 წელს ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი მოიგო, ხოლო 1980 წელს – ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი.

 

აღიარებულია ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად. ხუთჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში. თასების მფლობელთა თასის 1980–81 წლების გათამაშების ფინალში, მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე, მან „კარლ ცაისის“ კარში გატანილი გადამწყვეტი გოლით გუნდს პრესტიჟული ევროპული ჯილდო მოუტანა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები