კლინიკა “ვივამედთან” მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები შეიკრიბნენ.
აქციის მონაწილეების თქმით, მთავარი მოთხოვნაა, რომ მესამე პრეზიდენტთან პოლონელი ექიმები დაუშვან, ასევე, საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინის მოწოდება შეასრულოს და დაუყოვნებლივ გადაიყვანონ საზღვარგარეთ სამკურნალოდ.
აქციის მიმდინარეობის პარალელურად, მიხეილ სააკაშვილმა დღე თავისი პალატიდან უკრაინის და საქართველოს დროშები გამოფინა.