spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ვლადიმერ ბოჟაძე – დაველოდოთ ინაუგურაციას და რეალურად საქართველო-ამერიკის პოლიტიკის გადახედვას

“ქართული ოცნების” დეპუტატი ვლადიმერ ბოჟაძე დარწმუნებულია, რომ  ინაუგურაციის შემდეგ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები გადაიხედება.

“ყველას გვახსოვს რა შეფასებები ჰქონდა გვარამიას, სალომე ზურაბიშვილს და ყველას ტრამპის პირველ არჩევასთან დაკავშირებით. როგორი პოზიციები ჰქონდათ მისი დამარცხების დროს, 2020 წელს. ერთის მხრივ, აბრალებდნენ, რომ ის რუსეთის დახმარებით გახდა ამერიკის პრეზიდენტი 2016 წელს და რომ ყველაზე რუსული პოლიტიკის გამტარებელი პრეზიდენტი იყო ისტორიაში – ახლა, როცა აქებ და დაგავიწყდა რას ამბობდი მასზე, ეს არის სრულიად მიუღებელი.

ეს დამოკიდებულება ყველამ ძალიან კარგად იცის, ყველას კარგად ახსოვს, არავის აქვს მოკლე მეხსიერება, როგორც ოპოზიციონერებს და მათ მხარდამჭერებს აქვთ ხოლმე.

დაველოდოთ დღევანდელ ინაუგურაციას და დაველოდოთ რეალურად საქართველო-ამერიკის პოლიტიკის გადახედვას”, – განაცხადა ბოჟაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები