spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ვლადიმერ ბოჟაძე – უამრავი გამოწვევის მიუხედავად საქართველო აგრძელებს განვითარებას

უამრავი გამოწვევის მიუხედავად საქართველო აგრძელებს განვითარებას, შიდა და გარე მტრების ჯინაზე ვინარჩუნებთ მშვიდობას და სტაბილურობას, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე მდგრადი განვითარების 2024 წლის ანგარიშთან დაკავშირებით წერს, რომლის რეიტინგშიც საქართველო საუკეთესო 50 ქვეყანას შორის იმყოფება.

 

მისი განცხადებით, ბოლო სამი წელია, საქართველო საუკეთესო შეფასებებს იღებს და 2012 წლის შემდეგ, სარეიტინგო პოზიცია 11 ადგილით გაიუმჯობესა.

 

“უამრავი გამოწვევის მიუხედავად საქართველო აგრძელებს განვითარებას, შიდა და გარე მტრების ჯინაზე ვინარჩუნებთ მშვიდობას და სტაბილურობას. 

 

მდგრადი განვითარების 2024 წლის ანგარიში მსოფლიოს 205 ქვეყნის, ტერიტორიისა და ქვეყანათა ჯგუფის შეფასებას აერთიანებს. 165 ქვეყნის მსოფლიო რეიტინგში საქართველო საუკეთესო 50-ს შორის, 43-ე პოზიციაზე გავიდა. გაუმჯობესდა საქართველოს შეფასების მაჩვენებელი და შეფასების 100%-იანი სკალით 74.9 % დაფიქსირდა.

 

საქართველო საუკეთესო შეფასებებს ბოლო სამი წლის მანძილზე იღებს და 2012 წლის შემდეგ, სარეიტინგო პოზიცია 11 ადგილით გაიუმჯობესა”, – წერს ბოჟაძე სოციალურ ქსელში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები